Sunday, June 3, 2018

ვისწავლე ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში.მათი საშუალებით შევქმნი ელექტრონულ სასწავლო რესურსებს; გაკვეთილის
გეგმას,პრეზენტაციას,შეფასების რუბრიკებს,პროექტის გეგმას. ისტ-ის საშუალებით დავამყარებ კავშირს სხვადასხვა სასწავლო თემას შორის.შევისწავლე საოფისე პროგრამები: ,,ვორდი'', ,,ექსელი'',პრეზენტაციის მომზადება ,,პაუერპოინტში''. გამოვიყენებ ელექტრონულ ცხრილებს მოსწავლეთა შედეგებზე დაკვირვებისა და ანალიზისათვის.ასევე ციფრული მასალის ეფექტურ კომბინირებას საპრეზენტაციო მასალასთან.გავუზიარებ ჩემს კოლეგებსა და საზოგადოებას სასწავლო პროცესის,გაკვეთილის გეგმის, გამოყენებული პედაგოგიური ხერხებისა და რესურსების აღმწერ ციფრულ მასალებს ისტ-ის საშუალებების გამოყენებით. ვისწავლე,თუ როგორ უნდა გამოვიყენო სასარგებლო ბმულები,რათა ხარისხიანად წარვმართო სასწავლო პროცესი.
    ვფიქრობ,რომ, დღეს ისტ-ის გარეშე,შეუძლებელია  თანამედროვე მეთოდებით სწავლება,მომავალში კიდევ უფრო გავიღრმავებ ცოდნას ამ მიმართებით.
  უღრმესი მადლობა არაჩვეულებრივ ტრენერს-ქალბატონ დიანა მიქაძეს,რომელიც გამორჩეულია მაღალი პროფესიონალიზმითა და გულისხმიერი დამოკიდებულებით
მსმენელთა მიმართ.

No comments:

Post a Comment